“საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში,ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდესახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენისმნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Best Western Premier Batumi-ს წარმომადგენელითამარ მაზიაშვილი.„ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის, იმიტომრომ სწრაფად მზარდი ბაზარია. ჩვენი ქვეყნისადმი თანდათანობით ჩინელებისდაინტერესება ძალიან იზრდება, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. კარგი იქნებათუ გაიზრდება ავიარეისების რაოდენობა“-აცხადებს თამარ მაზიაშვილი.ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს დამას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.