ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მიმდინარე წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ფაჩულია, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისთავს ეძღვნებოდა. ცერემონიის მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, გენერალური კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა. აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს. მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი -“ერთად გადავწყვიტოთ’’, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას, განცხადებას ეხმიანება,…

ბათუმმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

ჩემპიონატი 9-10 მაისს გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის საზეიმო…

ქართველიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: როგორც კი გაიგეს, რომ საქმე ბოლოში იყო გასული – დაკავებამდე 2 დღით ადრე მოიგონეს, თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს. ცხადია ეს იყო წინასწარ გათვლილი ტყუილი იმისათვის, რომ დამნაშავის დაკავება საკუთარ თავზე გაეფორმებინა პროპაგანდას

მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე…

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შეხვდა.   მინისტრმა შეხვედრისას ისაუბრა უწყების მნიშვნელოვან როლზე კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ეფექტური და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს, მუშაობს ფუნდამენტური პრინციპების დაცვით, როგორებიცაა კანონიერება, პროპორციულობა, მხარეთა ინტერესების ბალანსი, გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის გაძლიერება. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.   შეხვედრას, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი ესწრებოდნენ.

პაატა სალია ,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ,,დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს რეკომენდაციები,   რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება ,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს“

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა ,,მოსკოვის მექანიზმის“  ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ. მინისტრის თქმით, საკმაოდ სქელტანიანი დასკვნა მომზადდა 2-3 დღეში, მასზე მხოლოდ  ერთი ექსპერტი და მისი ასისტენტი მუშაობდნენ, დასკვნაში ჩაწერილი რეკომენდაციები სცდება ,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს, დოკუმენტი არ მოიცავს ყველა მონაწილის მოსაზრებებს და უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს.   ,,მე უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ პროცესში, როდესაც ექსპერტი იყო ჩამოსული და გამართა სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრა. მე მას ვკითხე მისი მანდატი, შესაძლებლობები, დროის ფარგლები, რა დროში აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას. სიმართლე გითხრათ სულ 2-3 დღეში სქელტანიანო დოკუმენტის შექმნა, რომელიც, ძირითადად მოსაზრებებს ეფუძვნება, მგონია, რომ არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ჩვენ ვწუხდეთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოთქვამენ წუხილს, წუხილს გამოთქვამენ  იმის მიმართ თუ როგორ არის ეს დოკუმენტი შედგენილი, რა არის გათვალისწინებული და რა არა. გეტყვით დაზუსტებით, ის დოკუმენტები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ იმაზე ადრე, ვიდრე გათვალისწინებული იყო მიაწოდა ექსპერტთა ჯგუფს, უფრო სწორად ჯგუფიც არ იყო, იყო ექსპერტი და მისი ასისტენტი.  ესეც ხაზგასასმელია, ერთი ადამიანი მუშაობდა. დოკუმენტები, რომელიც მიაწოდა სამინისტრომ  ეხებოდა  პროგრესს, რომელიც არის საქართველოში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მრავალი ის მოვლენა, რაც იყო სააკაშვილთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სიმართლე და ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ამ საქმეში არ მოხვდა არც ერთი ის დოკუმენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას ამყარებდა, ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ ასეთი დასკვნის შედგენისას აუცილებელია ყველა მხარის, ყველა მონაწილის მოსაზრებები და არა მხოლოდ განცხადებები ერთი მხარის და პოლიტიკურ შეფასებას დამსგავსებული განმარტებები. ამ დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც თუ რა რეკომენდაციებია. თუმცა ის რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება ,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს“,-განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ორგანიზებით იმართება და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.   ,,ჩვენი სტუმრები არიან აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის, ევროპის კავშირის წარმომადგენლები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან ჩამოსულები არიან ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმ თანამედროვე მიღწევებზე, გამოწვევებზე, რომელიც დღეს კანონის აღსრულების წინაშე დგას. საუბარი გვექნება იმ ინოვაციებზე, რომელიც დანერგილია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას.  კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი იქნება ყველა მონაწილესთვის იმ კუთხითაც, რომ ჩვენ მომავალში უფრო ახალი ხედვები განვავითაროთ. კერძოდ ის მიმართულება, რომ დღეს აღმასრულებელი არ უნდა იყოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მექანიზმი. აღმასრულებელი დღეს უკვე იძენს სოციალურ ფუნქციასაც. ჩვენთან უკვე აქტიურად დაინერგა მორიგების მექანიზმი, არიან ჩართულები სოციალური მუშაკები. მაქსიმალურად ვცდილობთ ჰუმანური გავხადოთ აღსრულების პროცესი საქართველოში. ასევე, ვაპირებთ კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარიათ აღსრულების პროცესში თანემედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებაც“-განაცხადა პაატა სალიამ.

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს,…

მაკა ბოჭორიშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან  განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას და უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები, სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე  განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   მისი თქმით, მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.   „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს,  სონატა კოლტერს შეხვდა.   პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.   განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით. მაგრამ, თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, განახლებულ შემადგენლობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს,…

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა საქართველოს…

ლადო სადღობელაშვილი: მეუფე ზენონის განცხადება ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმაა. მეუფე შიოს წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს

„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის…

კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“

დიპლომატი კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანის მიერ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მომავალი პატრიარქის…