რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ…
ავტორი: რედაქტორი
პრემიერი ანდრეოლის ვიზიტზე -პირველად გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა
ვიზიტის ფარგლებში, გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის,…
„საქართველოს ფოსტა “დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს
2026 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს…
ირაკლი კობახიძე – 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ – 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000
2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000. „სიღარიბის მთავარი ინდიკატორი არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. ფარდობითი ვერ იქნება მთავარი ინდიკატორი, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე. მინდა მაგალითად მოვიყვანო საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს 2020 წელს და რამდენს იხდიან დღეს. აქედან შეგიძლიათ მარტივად გადაამრავლოთ ოთხზე და მიიღებთ იმას, თუ რამდენი იყო მოსახლეობის შემოსავლები 2020 წელს და რამდენია 2025 წელს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი. დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ. 5 წლის წინ თუ მათი შემოსავლები იყო 13 მილიარდი, ახლა არის 33 მილიარდი. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ გასცეთ კითხვას პასუხი, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის შემოსავლები ამ ქვეყანაში.…
ირაკლი კობახიძე – გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას
გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა,…
ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე – ჩვენ არათუ უარი ვთქვით, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის
ჩვენ არათუ უარი, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და…
თამარ ჩიბურდანიძე: ვერც „კარდაკარი“ ჩაატარეს, ვერც ხელისუფლების შეშინება გამოსდით 26 მაისს. დროა შეიგნოს ოპოზიციამ, რომ რევოლუციების დრო დასრულდა, ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში
26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით…
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს
26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის…
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები
სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით,…
ირაკლი კობახიძე – როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი – ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი, როდესაც ასეთ ადამიანი საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი
გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება
მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად…
პრემიერი – მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას და შესაბამისად, სიღარიბის შემცირებას
მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია,…
პრემიერი – სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს,…
კახა კალაძე: კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ…
თამარ ზოდელავა: „ზუგდიდის მთავარ მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხვალ 11 საათიდან განსაკუთრებულად დავხვდეთ სტუმრებს და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე“
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. თამარ ზოდელავას თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმარს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამითა და საზეიმო განწყობით დახვდება. „ადგილზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის ინსტალაციების კუთხე, სადაც მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების ისტორიას, დამოუკიდებლობის გამოცხადების უნიკალურ მასალებს და საინტერესო ფოტოარქივს სამეგრელოს კუთხისა და აქ მოღვაწე პირთა შესახებ. ასევე, დავამზადეთ გიგანტური პასპორტი. სტუმრებს შეეძლებათ, ადგილზე გადაიღონ ფოტო და დავუბეჭდავთ ID ბარათებს სიმბოლური წარწერით: ,, დაბადებულია დამოუკიდებელ საქართველოში“. ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციას ადგილზევე გაუწევენ. წარმოდგენილი იქნება პენიტენციური სამსახურის სპეციალური ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკასთან ერთად. ციფრული მმართველობის სააგენტო ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ. გაიმართება მსჯავრდებულების მიერ წარმოებული პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებით ვიზრუნეთ ბავშვთა სივრცეებზე – იქნება თამაშები, ქვიზები, ბრენდირებული საჩუქრები“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ. იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ ზუგდიდში აღნიშნავს. მთავარ მოედანზე ღონისძიებები 11.00 საათიდან დაიწყება. 17.10 საათზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.