ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე  პოდკასტში “საქართველოს დაბადება” ბიზნესმენის და  „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად…

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000…

დავით ქართველიშვილი: როდესაც ვაშინგტონი მსოფლიოს დემოკრატიის სერტიფიკატებს ურიგებს და სხვებს უნაკლო საარჩევნო სტანდარტების შესახებ მორალს უკითხავს, ზოგჯერ საკუთარი სარკისკენ გახედვაც სასარგებლოა

„სისტემა, რომელშიც არჩევნებში გარდაცვლილი კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო სენატორის ადგილს დროებით მისი უახლოესი ნათესავი იკავებს, უფრო ჰგავს…

ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს,…

ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა

ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში…

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან

სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორის ემზარ გაგნიძისბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული…

ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ბერეზოვსკი…

ჩერგოლეიშვილი სანაიაზე: ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი

ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი მეგობრებო! – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო…

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, სადგურის მოედნის და ე.წ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს

მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების…

დავით ნარმანია: წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები და…

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კომენტართან დაკავშირებით

სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის. თუმცა, ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას — არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია.

გიორგი ტყემალაძე: ქალაქის წარმატება არ იზომება მხოლოდ აშენებული გზებით, შენობებით ან პროექტების რაოდენობით – ქალაქის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად კომფორტულად და ღირსეულად ცხოვრობს მისი მოსახლეობა

თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსიაში – „წყლის…

სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ – ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “…

იუსტიციის მინისტრმა UNIDROIT-ის გენერალურ მდივანთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ვიზიტად მყოფ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოს, და მის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ორგანიზაციის სამართლებრივი ინსტრუმენტების მნიშვნელობა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო კომერციული ურთიერთობების ზრდის ფონზე კერძო სამართლის უნიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე. კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა იგნასიო ტირადომ, ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში კომერციული და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების განვითარებისა და მათი თანამედროვე სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა UNIDROIT-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობა. კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და კომერციული სამართლის მოდერნიზაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით ამუშავებს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენციები, მოდელური კანონები და პრინციპები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე პროგნოზირებადი, თანამედროვე და ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია ამჟამად 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან, რაც მის გლობალურ ხასიათსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი.