პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი. „მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს,“- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: რედაქტორი
პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც დაიწყება უახლოეს დღეებში
პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე…
ირაკლი კობახიძე – მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში
შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე – ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას
ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის…
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო დამისასალმებელი სიტყვით წარსდგა. ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა და მას ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი დონჩე ბოშკოვსკი უძღვებოდა.…
2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.
2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან…
2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.
2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო…
პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და…
ComCom-მა „რუსთავი 2“ ეთერში ძალადობის შემცველი კადრების კანონდარღვევითგანთავსებისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოსული…