„ჩემი მიზანი, თითოეული იმ ადამიანის პრობლემის გადაწყვეტაა, ვისაც ონკოლოგიურიდაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს. ამაზესამინისტროც მოტივირებული იქნება.…
ავტორი: რედაქტორი
მიხეილ სარჯველაძე: „სიახლე ძალაში რამდენიმე დღეში შევა, მანამდე კი არც ერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის, პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება“
„უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში, შესაბამისი ნორმატიული აქტი ამოქმედდებადა სიახლე ძალაში შევა. მანამდე კი, არც ერთი ონკოლოგიური…
„მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონს წელს ყველაზე მეტი – 12 000 მონაწილე ჰყავს
„მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონის პირველმა გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირში, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, წელს 91…
კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით
„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – ასე პასუხობს თბილისის…
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობა სრულიად ახალ, სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორად. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ასოცირების დღის წესრიგითა და ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული რეფორმების თაობაზე. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას.
თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი – Touch RGB გაიმართება
Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი – Touch RGB-ს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში,…
ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ორი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველმა მოადგილემ რამაზ ბუდაღაშვილმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა…
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის…
ირაკლი კობახიძე სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ
კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენიპასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ. სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც. ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას”, – აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და…
ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულსაქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირებამოახდინა, თუმცაა საქართველოში…
საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან
2024 წლის 10 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით…
ხელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ჩინეთს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“
2024 წლის 10 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო…
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის(PSC) დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის წევრებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმაირაკლი…
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის დასანქცირების მიზეზი არარსებობს, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი და მუქარა
საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს, –ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიისშეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც…