35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო და ვერავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცენ. „ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება. შესაბამისად, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა 80-იან წლებში და ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ მითუმეტეს დღესაც, როცა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. 35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით. არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსია, საზოგადოების ნაწილი გამოყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რაში ხარჯავს ფულსო. არ მინდა, თვალი მინდა დავხუჭო, არ მინდა, ვიცოდე ეს ინფორმაცია. წარმოიდგინეთ რამხელა პარადოქსი და აბსურდია ეს ყველაფერი. ერთადერთი რამე, რასაც ითვალისწინებს კანონი ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე და საზოგადოების ნაწილი გამოყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ არ მინდა მე ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნაო, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარიო, მე მინდა, რომ ვიღაცამ აქ კიდევ ერთხელ ცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებითო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ჩვენთვის გასაგებია, რომ არავის უხარია ფულის გამჭვირვალედ ხარჯვა, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ყველაფერი უცხოური მტრის თუ მეგობრის გავლენის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, რათა არასოდეს დაუშვას შეცდომა და ზუსტად განსაზღვროს საქართველოს ეროვნული ინტერესი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: რედაქტორი
ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი – ნული არგუმენტი კანონის წინააღმდეგ
კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს…
პრემიერი – ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება
ამ NGO-ებს არასოდეს დაუგმიათ მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი…
ირაკლი კობახიძე – კონკრეტული ენჯეოები ჩართული იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც ზიანი მიადგა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს, რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, გაუჭირდებოდათ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა
კონკრეტული ენჯეოები იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს,…
ირაკლი კობახიძე -უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უმთავრესი მიზანი
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. „ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლებ შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კონკრეტულ ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ – რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში, უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეოპოლიტიკური მიზნის – ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე ენჯეოებს ჰქონდათრევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მგონია, ვერ გაბედავდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარადარ იყო დაცული
გამჭვირვალობის შესახებ“, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ენჯეოები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ რეპუტაცია. „ამ მცდელობებს ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ ენჯეოებს საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული ენჯეო წლების განმავლობაში თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც სამწუხაროდ, არ იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი შესაბამისად, კონკრეტული ენჯეოები თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. შემდეგი საკითხი რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად, მათ შორის კონკრეტული ენჯეოები ისეთ აქტივობებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში. არ მინდა, დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გაუგებარია. მე აქაც მგონია, რომ ემოქმედა წლების განმავლოაბში საქართველოში კანონს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ, ეს კონკრეტული ორგანიზაციები, ერთი ენჯეოა გამორჩეული, ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ენჯეოები სამწუხაროდ, არიან ღიად ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირი უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც ჩართული არიან კონკრეტული ენჯეოები. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, აქაც ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ დონორების რეპუტაციას, მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება, მათი ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ
პრემიერი – 2022 წელს, NGO_ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას, ისინი, ომის დაწყებიდან პირველივედღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით
2022 წელს, NGO_ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას, ისინი, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ვარდნა ეკონომიკის, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა, კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს 6.5%, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გამოიწვევდა პირველივე წელს მინიმუმ 10 პროცენტით ეკონომიკის შემცირება? ეკონომიკური კოლაფსი – ეს იყო მათი მიზანი. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რაც იყო უკრაინაში მთავრობის თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, NGO-ები ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემურ დისკრედიტაციას. „სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემური…
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე – მტერზეც დამეგობარზეც – ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ
გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე – მტერზეც და მეგობარზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განიხილავს. „რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე – მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, არის პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა
რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა…
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ
აპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას. „მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. არც ერთი, არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგსინამდვილეში, კანონი არის სწორედ რომ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთერთ უმთავრესევროპულ ღირებულებას – ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, ევროპულთან ერთად, ეს კანონპროექტი არის ქართული, რადგან იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს – სახელმწიფო სუვერენიტეტს. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები. შარშან, გახსოვთ, იტყუებოდნენ და წელსაც, იტყუებოდნენ, თითქოს, ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშრებით, რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში, ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები, შვიდი, მატ შორის ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ, ხელმისაწვდომი უბრალოდ სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა – როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება. არის მარტივი კითხვა. ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს – თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ ფულს, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება? უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით“,…
კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით, 83 ხმით 0 -ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო. „უცხოური გავლენის…
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებულიგზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა თავისუფლად არისშესაძლებელი.დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის…
კახა კალაძე: არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები
„ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის კანონისდაცვა, არ გვინდა, არ გამოვა…
კახა კალაძე: დღეს რომ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს ჭირდება შენარჩუნება; ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება
„ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმაუნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში,ეს მინდა ამ ქვეყანაში…
კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრებისფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვისნიშანი…