პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან. პრემიერ- მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.
ავტორი: რედაქტორი
კახა კალაძე: ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.…
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელდღეს სჭირდება“ – ასე უპასუხა თბილისის…
კახა კალაძე: მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი
ყველა ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ, – ამის…
კახა კალაძე: სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვადარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება
„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა დაბულინგს“, – ამის შესახებ დედაქალაქის…
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთქვეყნებში
„ყველა ჩვენი ქმედება, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ კიდევუფრო გავაძლიეროთ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა“,…
გოგი მეშველიანი: ჩვენი მიზანია ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ამ გზაზე არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი სწრაფვის თავისი მოკლევადიანი, გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენების საშუალება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი,თვითმყოფადობა ის ფასეულობებია, რომელთა დღევანდელ დღემდე მოტანას უამრავი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული შეეწირა. მისი თქმით, ჩვენი მიზანია ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ამ გზაზე არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი სწრაფვის თავისი მოკლევადიანი, გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენების საშუალება. „ საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა ის ფასეულობებია, რომელთა დღევანდელ დღემდე…
ირაკლი კობახიძე – გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე
გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – 2011 წლის 26 მაისს, როდესაც…
პრემიერი – გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება
უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა,…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება, საზოგადოების ინტერესების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა
ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ტერმინი, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები – ეკლესიაზე…
ირაკლი კობახიძე -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულკანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის, ამ კანონისთვის რუსული კანონის დაძახება არის ცრუპენტელობა
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როცა ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულ კანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის. „ეს არ არის რუსული კანონი – არავითარი თანხვედრა შინაარსობრივი არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის, მათ შორის დეტალურად შემიძლია, განგიმარტოთ რუსულ კანონში რა წერია. რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება, შევიდეს სახელმწიფო კონტროლი პირდაპირ ჩაჯდეს და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. უცხოელი აგენტი ტერმინი გამოიყენება, ეს ტერმინი გამოიყენება მათ შორის ფიზიკური პირების მისამართით, გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად როცა შესაბამისი პირი გამოდის ტელევიზიის ეთერით, იქ მითითებული უნდა იყოს ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი, შესაძლებელია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პირის თუ ორგანიზაციის მიმართ – სად არის რუსული ჩვენს კანონში? როცა ამ კანონს ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ არა ტყუილი, არამედ უხეშობისთვის მომიტევეთ – ეს არის ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან. სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები. სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს არგუმენტი, მაგრამ შეიძლება, ასე ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის მედიაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით
შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი,…
ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია
გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჯობდა, ელჩს გადაემოწმებინა არასწორად გავრცელებული ინფორმაცია. „ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა. რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გაცრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს“ ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად“, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე – 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს, ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის
გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით, – ამის შესახებ საქართველოს…