ირაკლი კობახიძე  – კანონში რა არ მოსწონთ, ამდენი ხანია, ვერ გვეუბნებიან და სამწუხაროდ, გვესმის უამრავი განცხადება, რომელიც  სინამდვილეში სიცრუეა

ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის…

ირაკლი კობახიძე -რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების  წინააღმდეგ იქნა  მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან  ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი დღემდე მოქმედებს აშშ-ში

რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს დღემდე აშშ-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც ერთნაირად ეხება აშშ-სა და რუსეთს. „რაში გამოიხატება რუსეთის გავლენა, იმაში, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, იმაში,რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოვაწერეთ, იმაში, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თუ ბაზები გაგვიხსნეს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით იმ ტერიტორიებზე, რომელიც მანამდე რუსეთს არ ჰქონდა ოკუპირებული თუ რაში? ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილში გინდათ აცხოვროთ თქვენი მხარდამჭერები? თქვენი პარტიის პოლიტიკამ გააკეთა ეს ყველაფერი. რუსეთმა ომი დაიწყოო, თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში.  რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს დღემდე აშშ-ში.  საქართველოში მოქმედებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც ერთნაირად ეხება აშშ-ს და რუსეთს. სპეკულანტობა არ შეიძლება. ნაცურია სპეკულანტობა, არ არის ქართული. კეზერაშვილისგან ფულს რომ იღებ, მოქმედებ „ნაცურად“. ფარას კანონი არ მოქმედებს ერთნაირად რუსეთზე და გერმანიაზე? ამერიკული კანონი ერთ სიბრტყეზე რატომ აყენებს რუსეთს და საფრანგეთს? პასუხი არ გაქვთ. ფრანგულ კანონზე თქვით ტყუილი, რომ მხოლოდ მეგობრებზე არ ვრცელდება, ეს ტყუილია, ყველაზე ვრცელდება ფრანგული კანონი. რამდენიმე წუთის წინ თქვენ ევროკავშირის ორი ქვეყანა და ერთი კანდიდატი ქვეყანა გამოაცხადეთ პრორუსულად, საოცრებაა. უნგრეთი, სლოვაკეთი და ბოსნია გამოაცხადეთ. ამ ქვეყნებმა დაგვიჭირეს სხვათა შორის მხარი კანდიდატის სტატუსი როცა მოგვენიჭა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ფორმულას“ ჟურნალისტს

ირაკლი კობახიძე – სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 9,7% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ როგორც შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ისე იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ

ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები პირველ რიგში იმ კუთხით, რომ გვინდა ჩვენი ქვეყნის ე.წ დაკავშირებადობის, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის…

ირაკლი კობახიძე  – მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში

მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, –…

ირაკლი კობახიძე -კანონს დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, პირობა არ შესრულდა

კანონს დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, პირობა…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ხელოვნურად გვაცხოვრებენ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, დამნაშავე პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად დაგვინიშნეს აქ ოპოზიციად

ჩვენ ხელოვნურად გვაცხოვრებენ ამ ჩაკეტილ პოლარიზაციის წრეში, აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი, ხელოვნურად დაგვიტოვეს ოპოზიციად კონკრეტულმა ძალებმა…

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია

დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ე.წ პოლარიზაცია სინამდვილეში არის აბსოლუტურად ხელოვნური; როდესაც კეზერაშვილისგან იღებ ხელფასს, ხაზარაძისგან…

სპეციალური საგამოძიებო  სამსახურის  განცხადება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად.

ირაკლი კობახიძე – როცა კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს

იმაზე, თუ მაგალითად ვინ აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიებს. ყველამ ვიცით, რომ შავი ფული ტრიალებს კონკრეტულ ტელევიზიებში. ხაზარაძეს…

ირაკლი კობახიძე – კანონზე დისკუსიაში ვერ შემოდიან, იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იციან, უბრალოდ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ კეზერაშვილი, ხაზარაძე ან გვარამია რამენაირად შავი ფულით დააბრუნონ ხელისუფლებაში

რუსული კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად ორგანიზაციაში სახელმწიფო კონტროლის ჩასმას, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, გაუქმებასაც კი, სისხლის…

ირაკლი კობახიძე -ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავირის წევრი ქვეყანა ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის  სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად  იქნება მიღებული  კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი არის, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის შესასრულებლად, მათ შორის სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად იქნება მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს კანონი მნიშვნელოვანია, რომ განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყანამ თავიდან აიცილოს უკრაინული სცენარი.  „მე ყველას ვთხოვთ, სათანადოდ გაიაზრონ ამ კანონის მნიშვნელობა, სინამდვილეში რას ემსახურება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი, რათა გამტკიცდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და რაც მთავარია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს უკრაინული სცენარი. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინა დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში და ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მიიყვანა აქამდე უკრაინა, მათ შორის რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, არის სწორედ ის, რომ თავის დროზე შავი ფულისგან ვერ დაიცვა თავი ამ ქვეყანამ და საბოლოო ჯამში პროცესები წავიდა იმ მიმართულებით, რომელიც არ შედიოდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც საუბარია შედარებებზე, იგივე უკრაინასთან 2013 წელთან, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი ძლიერი  ხელისუფლებით, რომელიც ბოლომდე დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გვესმის, რომ გამოწვევები სერიოზულია, თუმცა ჩვენც  გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მშვიდობა, სიმშვიდე ამ ქვეყანაში, დავიცვათ მისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის აუცილებელი პირობა, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის შესასრულებლად, მათ შორის სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად იქნება მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე -ჩვენ ვართ სახელმწიფო, ხელისუფლებადა ჩვენი პასუხისმგებლობაა, გამჭვირვალობით უზრუნველვყოთ საფრთხეებისპრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის და დავიცვათ მყარად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სხვანაირად ვიქნებით მუდმივად  ჩაკეტილ წრეში

არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ყოველ წელს ცხოვრობდეს იმის ქვეშ, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძესა და სააკაშვილს უნდათ ამ ქვეყანაში ვითარების არევა, ამიტომ საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონი ემსახურება იმას, რომ შავი ფული მოიხსნას პოლიტიკური პროცესებიდან მხოლოდ თეთრმა ფულმა იტრიალოს და ასეთ პირობებში ამ ადამიანებს ნაკლები შანსი ექნებათ თუნდაც სცადონ ვითარების არევა ქვეყანაში.  „მინდა, ბოდიში მოგიხადოთ აქ წარმოდგენილი ადამიანების საქციელისთვის, რაც სერიოზული პრობლემაა. აქ მარტო ინტელექტის, კულტურისა და ზრდილობის პრობლემა არ იყო, აქ არის პირველ რიგში კეთილსინდისიერების საკითხი მთავარი, როცა ემსახურები კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, მათგან იღებ ხელფასს, იქ აღარ გრჩება სივრცე, რათა მოიქცე ღირსეულად როგორც ქართულ კულტურას შეესაბამება, ამიტომ იყო სერიოზული გადაცდომები ზრდილობის და კულტურის კუთხით. ინტელექტზე აღარ მინდა ყურადღების გამახვილება. სერიოზული პრობლემები გამოჩნდა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს ხელოვნურ პოლარიზაციას, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში. ეს კანონი ემსახურება აბსოლუტურად ხელოვნური ე.წ. პოლარიზაციის დაძლევას. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ყოველ წელს ცხოვრობდეს იმის ქვეშ, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძესა და სააკაშვილს უნდათ ამ ქვეყანაში ვითარების არევა, არ შეიძლება, ამიტომ, საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. არ შეიძლება, ხელოვნურად დაგვინიშნოს აქ ვიღაცამ დამნაშავე ოპოზიცია. თუ დამნაშავე ოპოზიციას დაგინიშნავენ ხელოვნურად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არასდროს დასრულდება ეს ე.წ. პოლარიზაცია. ეს კანონი ემსახურება მათ შორის ამას, რომ შავი ფული მოიხსნას პოლიტიკური პროცესებიდან მხოლოდ თეთრმა ფულმა იტრიალოს, აღარ იყოს შავი ფული და ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ნაკლები შანსი ექნებათ, თუნდაც სცადონ ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში. რეალურად გაღიზიანების მთავარი მიზეზი ეს არის, რაც აღიზიანებთ  ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მხარდამჭერებს, არის ის, რომ ისინი ხედავენ, ეცლებათ მთავარი ბერკეტი. შავი ფული არის მთავარი ბერკეტი, რომლითაც ისინი ყოველწლიურად ცდილობენ ამ ქვეყანაში ვითარების არევას.  ჩვენ ვართ სახელმწიფო, ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა, გამჭვირვალობით უზრუნველვყოთ საფრთხეების პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის და დავიცვათ მყარად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სხვანაირად ვიქნებით მუდმივად ჩაკეტილ წრეში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე  -შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ, ამიტომ, ეს კანონი აუცილებლად მისაღებია

კოლეგებთან, ან საზოგადოების წინაშე, ან ვინმესთან საერთოდ.  საბოლოო ჯამში ეს არის. ჩვენ ველოდით, რომ ეს რადიკალები…

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ და რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში

ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-დან 28 მაისამდე, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება უცხოელ…