კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი. „ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თავად არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ერთი და იგივეა. მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთო-ს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. დღემდე არც ერთი კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დროს ამისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ, რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: რედაქტორი
პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე – რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში
რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს…
პრემიერი – რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და არა მარტო არ გმობენ, ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას
ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის…
ირაკლი კობახიძე – ყველა საკითხზე მოხდება ოპერატიული რეაგირება, იქნება ეს ძალადობა თუ მუქარა, გამოძიებას საქართველოში აქვს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი
ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა ძალოვან სტრუქტურებთან და ყველა საკითხზე იქნება რეაგირება, იქნება ეს ძალადობა, მუქარა, ნებისმიერ…
ირაკლი კობახიძე – შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან
ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური…
ირაკლი კობახიძე – სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება
სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება, – …
პრემიერი – მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, – ამის შესახებ…
პრემიერი – სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს
თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის…
ირაკლი კობახიძე – ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და…
ირაკლი კობახიძე – გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან…
თავდაცვის მინისტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, წელს პირველად, უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი…
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. საგამოფენო ცენტრ…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა
როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით, ჩვენ ვიცავთ ამ…
ირაკლი კობახიძე – ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს, მაგრამ სადაც ქვეყანას სჭირდება პოზიციების დაცვა, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება და შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს
ჩვენ შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან – ერთი სუბიექტის, ხან მეორის, ხან მესამის…
ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში
კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია. „დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი“, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა. კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს კაცი ძარცვავდა ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და არ გრცხვენიათ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.