fbpx

AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა -ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა  განაცხადა რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და მთავრობას დარწმუნებით შეუძლია მისი გამოყენება ვაქცინაციის დროს.

„ჩვენი სამედიცინო მარეგულირებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და გამოცდილი მარეგულირებელია. ისინი ვაქცინაციის პროგრამის შეწყვეტის მიზეზს ვერ ხედავენ. შესაბამისად, ჩვენ კვლავ ვენდობით ვაქცინაციის პროგრამას და კარგია, რომ ბრიტანეთის მასშტაბით ის ასე სწრაფად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ჟურნალისტების კითხვას, შეუძლია თუ არა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უპასუხა:

დიახ, შემიძლია.

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება