fbpx

Apple-ის CEO ტიმ კუკი მილიარდელი გახდა

ბლუმბერგის ანალიზის მიხედვით, ამერიკული კომპანია ეფლის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი უკვე მილიარდელია, ხოლო თავად კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია გასცდა 2 ტრილიან აშშ დოლარს.

შეგახსენებთ, რომ ტიმ კუკი ეფლის სათავეებში 2011 წლის აგვისტოდანაა მოსული და სტივ ჯობსის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები.

ამჟამად კუკი ფლობს ეფლის 847,969 აქციას, რომელთა ღირებულება ამჟამინდელი საბაზრო ფასით აღემატება 380$ მილიონს. 2019 წელს კუკის საკომპენსაციო პაკეტი შეადგენდა 3$ მილიონ დოლარს ხელფასს და 7.6$ ბონუსს, რამაც ის გახადა ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO ამერიკაში.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares