საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39
კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, – ამის
შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო
ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები,
განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-
მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას – პარკების, სკვერების
მოწყობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.