გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაციამიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტისმთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ტარდება.„ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდებაგამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან300 000-მდე ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე აღნიშნა, რომ გლდანში პატარა ტბის მიმდებარედ წყალარინების ქსელის დასატუმბის სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.„გლდანის გამგეობამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო პატარატბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, წყალარინების ქსელისა და სატუმბისადგურის მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, ნახევარმილიონ ლარამდე დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება