თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის
ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N 6-ში
ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული
დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 8-სართულიანი
საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით
დაკმაყოფილდება 19 ოჯახი.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 6 470
558 ლარია.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა; ლითონისა და რკინა-ბეტონის
კოლონების მონტაჟი; ლიფტის შახტისა და კიბის უჯრედის ყალიბება.
სამუშაოები ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023
წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და 2026 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული
საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და
სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.
