კახა კალაძე: გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იყო გადაცდომა,თუმცა, რატომ უწოდებთ „სინდისის პატიმრებს“ მათ, ვინც სამართალდამცველებს მძიმე საგნებსა და ქვებს ესროდნენ?

„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით,დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ.„სამწუხაროდ, შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან ცუდია და გუშინ არ დაწყებულა.საქართველო არის ზეწოლის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხითაშანტაჟებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთაგანცხადება, რომ მზადაა ჩავიდეს ბრიუსელში და არგუმენტები მოისმინოს, თურატომ წარმოადგენს აღნიშნული კანონები პრობლემას. ჩვენ ამ დრომდე ერთიარგუმენტიც არ მოგვისმენია. გამჭვირვალობის კანონები მოქმედებს ამერიკაში,ევროპაში. ევროპარლამენტიც მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივიორმაგი სტანდარტია.დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის დამოქალაქეების ინტერესებს იცავს. როცა ჩვენ პირდაპირ კაბინეტებშიგვემუქრებოდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებსმივერთებოდით, ჩვენ რომ მაშინ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაშიუმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამიმიტომ აგვირჩია, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და არაგარედან ნაკარნახევი ბრძანებები ვასრულოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეხება ჟურნალისტის კითხვას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ,დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.„ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური,პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა. გეთანხმებით, რომ ზოგიერთიპოლიციელის თუ სპეცრაზმელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმეკონკრეტული ფაქტები, თუნდაც კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მაგრამმომიტინგეები, რომლებიც პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და მძიმე საგნებს ესროდნენ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით? მათ დღემდე „სინდისის პატიმრებს“ უწოდებთ. არადა არსებობს შესაბამისი კადრები, როცა დანაშაული ჩაიდინეს. ადამიანი, რომელიც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, შეიწყალეთ და გმირად გამოიყვანეთ. ეს არის პრობლემა, რომ ძალადობას პირდაპირ ახალისებთ, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას.
ამას გარედან გეუბნებიან, გაფინანსებებ, გაძლევენ მითითებებს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება