საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ქალაქ ვიზბადენში გამართულ აშშ-ის
არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველი გენერალი იუბილეზე
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურმა, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუსმა პირადად
მიიწვია.
ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის არმიის
იუბილე მიულოცა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის
მიმართულებები განიხილა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და
ტრანსფორმაციაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი
მათიაშვილმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც
ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება