საოცრებები წერია CNN-ის ჯეიკ ტაპერის და Axios-ის კორესპონდენტის ალექს ტომპსონის წიგნში. 200-ზე მეტი წყარო გამოკითხეს, ძირითადად დემოკრატები, ბაიდენის გარემოცვა, კამალა ჰარისის კამპანიის მენეჯერები, რომლებიც ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რასაც არჩევნებამდე მალავდნენ, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, წიგნიდან ცნობილი ხდება, რომ ბაიდენი 2023 წელს სრულად დისფუნქიცური იყო და უახლოესი მრჩევლების სახელებსაც კი ვერ იხსენებდა, მაგალითად, ჯეიკ სალივანს სტივს ეძახდა. დობორჯგინიძის თქმით, წიგნის თანახმად, თეთრ სახლში გადაწყვეტილებებს რეალურად იღებდა ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელსაც “პოლიტბიურო” დაარქვეს, ხოლო, პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დიდი გავლენით სარგებლობდა და ბევრი საკითხის გადაწყვეტაში ის იღებდა მონაწილეობას. “საოცრებები წერია CNN-ის ჯეიკ ტაპერის და Axios-ის კორესპონდენტის ალექს ტომპსონის წიგნში. 200-ზე მეტი წყარო გამოკითხეს, ძირითადად დემოკრატები, ბაიდენის გარემოცვა, კამალა ჰარისის კამპანიის მენეჯერები, რომლებიც ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რასაც არჩევნებამდე მალავდნენ. ბაიდენი 2023 წლისთვის პრაქტიკულად, სრულად დისფუნქციური იყო. კაბინეტის შეხვედრებზეც კი სუფლიორს იყენებდა, დღეში 4 საათი იყო აქტიური, უახლოესი მრჩევლების სახელებს ვერ იხსენებდა, ჯეიკ სალივანს სტივს ეძახდა, ჯორჯ კლუნი ვერ იცნო ფანდრეიზერზე (რომელთანაც წლები წელი მეგობრობდა, გარდა იმისა, რომ ჰოლივუდის ცნობადი სახეა). თეთრ სახლში გადაწყვეტილებებს რეალურად იღებდა ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელსაც “პოლიტბიურო” დაარქვეს. ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენი, რომელიც აკრიტიკებდა თანამშრომლებს იმის გამო, რომ ბაიდენი პრესასთან ზედმეტად დიდხანს საუბრობდა. თეთრ სახლში ფრაზა “ჯილი ამას არ მოიწონებს“ ხშირად საკმარისი იყო, რომ საკითხის განხილვა დასრულებულიყო. ის კატეგორიულად მიიჩნევდა, რომ მის ქმარს მეორედ უნდა ეყარა კენჭი. ასევე დიდი გავლენა ჰქონდა პირველი ლედის აპარატის უფროსს, ენტონი ბერნალს, რომელიც ჯილ ბაიდენის “თვალები და ყურები” იყო და მისი ფუნქცია “პოტენციური ერეტიკოსების გამოვლენა” იყო. ბაიდენის მრჩეველი სტივ რიშეტი, რომელიც ახალი ამბების ჩახშობით იყო დაკავებული, როცა რომელიმე ჟურნალისტი დააპირებდა ბაიდენის კოგნიტურ დისფუნქციაზე დაეწერა, ის გადაარწმუნებდა ხოლმე და ბევრი სტატია “გააჩერა.” როცა გაიგო, რომ ჯორჯ კლუნი აპირებდა გამოაქვეყნებინა ოპედი “ნიუ იორკ თაიმსში” სათაურით “მიყვარს ჯო ბაიდენი, მაგრამ ახალი კანდიდატს გვჭირდება”, რიკეტიმ ისეთი ტონით თქვა, რომ “კლუნის გააჩუმებდა“ რომ, ზოგიერთი კოლეგის თქმით, მაფიის ბოსივით ჟღერდა. ჰანტერ ბაიდენი, რომელმაც სამართლებრივი სკანდალების მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა გავლენა თეთრ სახლში. როცა რობერტ ჰურის ანგარიშში ბაიდენი მოხსენიებული იყო, როგორც “ხანდაზმული კაცი სუსტი მეხსიერებით“, თეთრი სახლის პრესსამსახური გეგმავდა მოკლე წერილობით განცხადებას. თუმცა, ჰანტერმა უფრო აგრესიული რეაგირებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მამამისს პირადად უნდა ეპასუხა ბრალდებებზე. ბაიდენის 2020 წლის კამპანიის სტრატეგი მაიკ დონილონი, რომელსაც 2024-ის კამპანიის ჩატარებაც უნდოდა 4 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. გაწირეს ბაიდენიც და პარტიაც გაანადგურეს. ადამიანურად ძალიან ცოდოა.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე.