fbpx

რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად-მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და ამისთვის მისი მხარდამჭერები მზად უნდა იყვნენ. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა Facebook Live-ში გააკეთა.

“მე მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესეობა, საზოგადოების უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ერთად უნდა ვიბრძოდეთ. ჩამოვა და ვიღაცა გადაგვარჩენს — ეს არ იმუშავებს. ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს იმუშავებს, კი ბატონო, და ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ ამისთვის”, — განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა

გაუზიარე!

Shares