კახა კალაძე: გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე

„გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე“, – ასე პასუხობსთბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომპარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას საპარლამენტო მანდატებისგაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებია.„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ აქვსსურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე. როდესაც ხარ ოპოზიცია და ხალხისგარკვეულმა ნაწილმა დაგიჭირა მხარი, რომ მათი ხმა წარმოდგენილი იყოს დაისმოდეს საქართველოს პარლამენტში, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ესყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს.ალბათ მას აქვს სურვილი, დარჩეს ოპოზიციაში და გააგრძელოს მოღვაწეობა.ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, -განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება აღნიშნული პარტიის ქარდს, რომელიც მოგვიანებით „ნაციონალურიმოძრაობის“ მოწოდების საფუძველზე აიღეს, კალაძე ამბობს, რომ ეს მათ”პრინციპულობას” აჩვენებს.„ეს მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ხომ გახსოვთ, გახარია გადადგა მელიასგულისთვის. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონგამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებსსაუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერგამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათიპრინციპულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება