fbpx

ეკატერინე ტიკარაძე- პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და იქნება რამდენიმე ასეული პაციენტი!

ეკატერინე ტიკარაძე

შემდეგი კვირის ბოლომდე ჯერ კიდევ ველოდებით ინფიცირებულთა მომატებას იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც შესაძლოა, იმპორტირებულ კოვიდ პაციენტებად იყვენენ ჩვენი ეპიდემიოლოგებისგან მოხსენიებული. ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ეტაპისთვის იმყოფებიან საკარანტინო ზონებში და კარანტინში5 ათასზე მეტი მოქალაქეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯერჯერობით ძირითადად საკარანტინო ზონებში მყოფი პირების შემთხვევაში ხდება კორონავირუსის დადასტურება.

„არის მოლოდინი, რომ შეიძლება მოხდეს შიდა გავრცელების გაზრდა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება აპრილის ბოლოდან. უკვე პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და იქნება რამდენიმე ასეული პაცეიენტი. თუ დღესდღებით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, აპრილის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლოდან ეს იქნება 50, ან რამდენიმე ასეული ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, თუ ყველა ის ღონისძიება არ ჩატარდა იმ ხარისხით და თანმიმდევრობით, როგორც უნდა ჩატარდეს“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.წყარო ,იმედინიუსი,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება