უცხოური მედია გამოცემა კორონავირუსის სახლში მკურნალობის მეთოდებს გთავაზობთ, რომელიც ბრიტანული გაიდლაინის მიხედვით არის შემუშავებული.
პირველ რიგში, ვირუსული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, ამისთვის დარეკეთ 112-ში.
არის შემთხვევები, როცა სახლის პირობებში საშუალო ან მსუბუქი ფორმის ინფიცირებულებს უწევთ მკურნალობა.
ბრიტანეთის გაიდლაინის ზოგადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
- იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან;
- იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული;
- გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები;
- ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;
- მიიღეთ სითხეები, უმჯობესია წყალი, ორგანიზმის დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად;
- შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზიკური აქტივობა;
- ხშირად დაისვენეთ;
- ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით
აკრძალვები:
- არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად;
- არ მიიღოთ ანტიკოაგულანტი საშუალებები (სისხლის გამათხელებლები) ექიმთან შეთანხმების გარეშე;
- არ გამოიყენოთ გამაგრილებელი ტექნიკა.
37,8 ტემპერატურის მომატების შემთვევაში:
- დაისვენეთ;
- მიიღეთ სითხეები (წყალი);
- მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი
ხველის შემთხვევაში:
- მოერიდეთ ზურგზე წოლას;
- მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
- მიიღეთ თბილი სითხეები;
- ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შედეგად.
სუნთქვის გაძნელებისას:
- დაუკავშირდით ექიმს;
- გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
- სუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სულის შებერვის პოზით);
- ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ;