fbpx

რჩევები მათ, ვისაც Covid-19 აქვს და სახლში მკურნალობს

უცხოური მედია გამოცემა კორონავირუსის სახლში მკურნალობის მეთოდებს გთავაზობთ, რომელიც ბრიტანული გაიდლაინის მიხედვით არის შემუშავებული.

პირველ რიგში, ვირუსული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, ამისთვის დარეკეთ 112-ში.

არის შემთხვევები, როცა სახლის პირობებში საშუალო ან მსუბუქი ფორმის ინფიცირებულებს უწევთ მკურნალობა.

ბრიტანეთის გაიდლაინის ზოგადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან;
  • იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული;
  • გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები;
  • ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ სითხეები, უმჯობესია წყალი, ორგანიზმის დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად;
  • შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზიკური აქტივობა;
  • ხშირად დაისვენეთ;
  • ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით

აკრძალვები:

  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად;
  • არ მიიღოთ ანტიკოაგულანტი საშუალებები (სისხლის გამათხელებლები) ექიმთან შეთანხმების გარეშე;
  • არ გამოიყენოთ გამაგრილებელი ტექნიკა.

37,8 ტემპერატურის მომატების შემთვევაში:

  • დაისვენეთ;
  • მიიღეთ სითხეები (წყალი);
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი

ხველის შემთხვევაში:

  • მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
  • მიიღეთ თბილი სითხეები;
  • ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

სუნთქვის გაძნელებისას:

  • დაუკავშირდით ექიმს;
  • გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
  • სუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სულის შებერვის პოზით);
  • ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ;

გაუზიარე!

Shares