ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იმ ცხრა პირს შორის არის, რომლებსაც გადახდისუუნარო ლატვიური ბანკის “PNB” ადმინისტრატორები უჩივიან – იტყობინება LTV- ს საგამოძიებო პროგრამა De Facto.
მედიის ინფორმაციით, რასმუსენმა ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულების დროს ხმა მისცა ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო რამდენიმე გარიგებას.
PNB გაკოტრდა გასულ წელს, მას შემდეგ რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) შეაფასა, როგოროც გადახდისუუნარო.
დროებითმა ადმინისტრატორმა, ვიგო კრასტიჩმა აღმოაჩინა 32 მილიონი ევროს ზარალი, რომელიც ბანკმა დახურვამდე განიცადა. მან შეიტანა სარჩელი ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ, ამ თანხის მთლიანი ან ნაწილის ანაზღაურების მიზნით.
რასმუსენი იმ ცხრა პირს შორის არის, რომლებსაც უჩივიან. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იმ პერიოდში PNB-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მისი დანიშვნა 2018 წლის იანვარში მოხდა, როდესაც ბანკს ჯერ კიდევ უწოდებდნენ „ნორვიკ ბანკს“.
როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, ბანკის საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ გაათავისუფლებდნენ ბანკის მფლობელს, რუს ბიზნესმენს გრიგორი გუსელნიკოვს PNB-ს მიმართ მისი ვალდებულებებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბანკს სამაგიეროდ არაფერი მიუღია.
LTV იუწყება, რომ ლატვიის ბანკების მარეგულირებელმა პირმა – ფინანსური და კაპიტალის ბაზრის კომისიამ (FKTK) – სახელმწიფო პოლიციას განუცხადა საეჭვო ოპერაციების შესახებ.
PNB-ის გამგეობისა და საბჭოს ყოფილ წევრებს ახლა სამოქალაქო სასამართლო პროცესი აქვთ. მოსმენა ჯერ არ ჩანიშნულა, მაგრამ ლატვიის სასამართლო უკვე დათანხმდა დანიაში რასმუსენის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაყადაღებას.
რასმუსენის გარდა, ბრალდებულთა შორის კიდევ ერთი ცნობილი ფიგურაა – გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი, ავგუსტ ჰენინგი. ლატვიის სასამართლომ ასევე გადაწყვიტა ჰენინგის ქონების დაყადაღება გერმანიაში.
არც რასმუსენმა და არც ჰენინგმა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
LTV-მ კომენტარი სთხოვა რუს ბიზნესმენს, გრიგორი გუსელნიკოვს, რომელიც გახლდათ ბანკის ყოფილ მფლობელი და საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მოადგილეც იყო ფოგ რასმუსენი. გუსელნიკოვმა ასევე არ უპასუხა მედიის კითხვებს.
ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობას ასრულებდა 2009-14 წლებში და იკავებდა დანიის პრემიერ მინისტრის თანამდებობას 2001-2009 წლებში. მანამდე ის იყო დანიის ეკონომიკის მინისტრი.