fbpx

პენელოპა კრუზის ინსტაგრამზე აზერბაიჯანელებმა და სომხებმა “იერიში მიიტანეს”

მსახიობმა პენელოპე კრუზმა გამოაქვეყნა ახალი ფილმის, ჯაშუშური თრილერის «The 355» პოსტერი. პოსტერზე ის კოლუმბიის დროშის ფონზეა გადაღებული, რადგან პერსონაჟი, რომელსაც ის ფილმში ანსახიერებს არის კოლუმბიელი.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სომხებს კოლუმბიის დროშა საკუთარ დროშაში აერიათ და მსახიობის ინსტაგრამი სამადლობელი კომენტარებით და გულებით აავსეს.

იქვე გამოჩდნენ აზერბაიჯანელებიც, რომლებსაც ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დაუტოვებიათ და მათმა ნაწილმა დასცინა სომხებს იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის დროშა სხვისგან ვერ გაურჩევიათ; ნაწილმა კი, განრისხებული კომენტარები დატოვა და შეახსენა მსახიობს, რომ ყარაბაღი ძირძველი აზერბაიჯანული მიწაა, ალბათ მათაც ეგონათ რომ მსახიობი სომხეთს უჭერდა მხარს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალური პოსტი ინსტაგრამიდან და კომენტარები მის ქვეშ.

View this post on Instagram

We are #The355

A post shared by Penélope Cruz (@penelopecruzoficial) on

გაუზიარე!

Shares