საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთიწარმომადგენლის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას,რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძისთანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის,საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილისგარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდებაუდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილისგარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონაჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადომტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშემსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლასსაოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიისწევრის მიერ, გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი,ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს დაექნება სათანადო რეაგირება.საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს,დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსსაბოლოო გადაწყვეტილებას.