ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონდანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთანდაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მანშეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია გააცნოინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულკამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე. ასევე ისაუბრაამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე,საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე.როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივადეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს დაცდილობს აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო პროცესისადმინისტრირებისას გაითვალისწინოს.თავის მხრივ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისწარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთანდაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. სადამკვირვებლო მისია 26ოქტომბრის არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდიდანვე აკვირდებოდა,შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების წინასწარანგარიშზე, არსებული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლადისაუბრეს.გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობაგადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთიმიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციებზე დამათი შესაძლო გათვალისწინების გზებზე უწყების კომპეტენციის ფარგლებში.ცესკოში გამრთულ შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიდენიელ კერეკესი, მაია მილიკიჩი და ელენე ასაშვილი ესწრებოდნენ.