ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად,ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 2 800 კვადრატულიმეტრის გზა. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ღობეები, საცხოვრებელისახლების ჭიშკრები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 760 650 ლარიშეადგინა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება