საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ქართული ფოლკლორი და ესტრადა რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით” ფარგლებში კომპანია Meta Georgia-მ ფოთსა და ქობულეთში ჯგუფ “ეგარის” საიუბილეო კონცერტები გამართა. საგასტროლო ტურნეში „ეგარის“ მუსიკოსებმა ტრადიციული პროგრამა შეასრულეს. კონცერტებს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია Meta Georgia-მ მსგავსი პროექტები გასულ წლებშიც განახორციელა და ჯგუფ “ეგართან” ერთად საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში მოაწყო