სოსო არჩვაძე: მწარმოებლურობის, ექსპორტის, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მიღწეული ისტორიული მაქსიმუმები წარმოადგენს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის, არამედ მოწინავე ქვეყნებთან შესაბამისი ისტორიული ჩამორჩენის სწრაფი შემცირების პირობას

ექსპერტი სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, დაბალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსის ფაქტობრივი სტაბილურობა ზრდიან პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციისათვის სოსო არჩვაძე: საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა 7.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს 36.0 პროცენტით გადააჭარბა – ეს 2.5-ჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს 2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიურ განვითარებას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა 7.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს 36.0 პროცენტით გადააჭარბა. – ეს 2.5-ჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში. არჩვაძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, დაბალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსის ფაქტობრივი სტაბილურობა ზრდიან პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციისათვის. მანვე აღნიშნა, რომ მწარმოებლურობის, ექსპორტის, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მიღწეული ისტორიული მაქსიმუმები წარმოადგენს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის, არამედ მოწინავე ქვეყნებთან შესაბამისი ისტორიული ჩამორჩენის სწრაფი შემცირების პირობას და ეს განსაკუთრებით ფასეულია რთული საერთაშორისო ვითარებისა და მზარდი გამოწვევების ფონზე და ხაზს უსვამს საქართველოში მშვიდობიანი აღმშენებლობითი პროცესის უალტერნატივობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება