ლია გოლიაძე – ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი : ტესტები არ არის 100%-იანი. გააჩნია ტესტების ხარისხს. შეიძლება მოგვცეს ამ ტესტმა უარყოფითი შედეგი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ პაციენტს არ აქვს კორონავირუსი და ის სინამდვილეში იყოს ინფიცირებული . რაც გაცილებით უარესია. ისევე, როგორც ეს დაავადება არის ახალი, ტესტებიც ახალია. ამიტომ ჩვენ, რომ ვთქვათ რომელიმე ტესტი არის ძალიან კარგი და რომელიმე ძალიან ცუდი, არ არის სწორი.”
