„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:
“ნაცები იმაზე ბევრად ნაკლებ ხმას აიღებენ ამ არჩევნებში, ვიდრე ნორმალურ ადამიანებს გგონიათ (თვითონ რა ჰგონიათ, ამის განხილვას არც გაკადრებთ).
საკუთარი კრახის შემოქმედნიც, რასაკვირველია, თვითონ იქნებიან. წმინდა წერილშიც ასეა – ყველა თავად იახლოვებს საკუთარ აღსასრულს.
აი, როდესაც შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სამართალდამცავები შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, დაზარალებულები და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა სიმართლე დადგენილიყო და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეშლოდა, – ის მრავალათასიანი ლაივები, რომლითაც თავს იწონებენ, მრავალათასიან მაწყევარებად რომ ჩამოუყალიბდებათ (როგორც კოვიდზე დაემართა ჩაჯვის შემოქმედს), მერე ითვალონ წიწილები…
[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა