fbpx

შესაძლოა ჩაკეტვებისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ -ბექა ფერაძე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, კომპანიების სანქცირება არაა მათი თვითმიზანი. მისი თქმით, მიზანი ნებართვების გაცემის და წინასწარი შემოწმების ისაა, რომ ბიზნესსუბიექტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს წესებს და ერთობლივად არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, ეპიდსიტუაცია გართულდება და შესაძლოა ჩაკეტვებისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“კომპანიების სანქცირება არაა ჩვენი თვითმიზანი, თითოეულ ბიზნესსუბიექტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ერთად უნდა დავიცვათ პროტოკოლი, რომელიც კოვიდ-ის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

ჩვენ დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ” – განაცხადა ფერაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება