ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს17:22, 17.07.2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად 20 ივლისს დაიწყება.