fbpx

რას გააკონტროლებს ფეისბუკი საქართველოში….

ფეისბუკმა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს საეჭვო პირთა მიერ საეჭვო ფულით დაფინანსებული საარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა და ხელი შეუწყოს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უფრო სამართლიან გარემოში ჩატარებას. ეს დაპირება ასახულია წერილში, რომელიც ფეისბუკის ადმინისტრაციამ საქართველოში გამოუგზავნა 50-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, მათი მიმართვის საფუძველზე.

ვინ არის სამიზნე და კონკრეტულად რას აპირებს ფეისბუკი? რა შედეგს მივიღებთ 2020 წლის არჩევნებისთვის? მოაგვარებს თუ არა ახალი წესები ტროლებისა და ბოტების მრავალგანზომილებიან პრობლემას საქართველოში?

ფეისბუკი რეკლამასთან დაკავშირებული სამართლიანი თამაშის წესების გავრცობას საქართველოშიც გეგმავს. ამომრჩევლებს ზუსტად ეცოდინებათ, ვინ დგას ყველა იმ საარჩევნო თუ პოლიტიკური რეკლამის უკან, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში შეხვდებიან.

წერილში, რომელიც არასამთავრობო სექტორის ათეულობით ორგანიზაციამ ფეისბუკის ადმინისტრაციისგან, მიმართვის საპასუხოდ, 15 ივლისს მიიღო, წერია, რომ:

  • 2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან ფეისბუკი საარჩევნო თუ პოლიტიკური რეკლამის საქართველოდან დამკვეთებს საგანგებო ავტორიზაციას მოსთხოვს;
  • ამით უზრუნველყოფილი იქნება „გამჭვირვალობისა და ავთენტურობის უპრეცედენტო დონე“;
  • და ხალხი შეძლებს, დაინახოს – „ვინ და რატომ ცდილობს ზეგავლენის მოხდენას მათ ხმაზე არჩევნების წინ“. წყარო ,,რადიო თავისუფლება,,

გაუზიარე!

Shares