საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია მოვალეობებთან ერთად, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. საქპატენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ – ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.
კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, საქპატენტმა 2023 წლის 3 თებერვალს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანი 2021-2022 წლების განმავლობაში ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობის შესამოწმებლად აუდიტორული მომსახურების შესყიდვა იყო. დავაზუსტებთ, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ საქპატენტმა ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე საქპატენტში შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს წერილობით გამოხატა თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
გადაწყვეტილებას აუდიტორული შემოწმების შესახებ წინ უძღოდა არაერთი, მათ შორის, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ავტორთა ქონებრივი უფლებების სფეროში შესაძლო დარღვევების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებო იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით აღნიშნულ საკითხზე განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებდნენ ავტორთა ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების, მათ შორის, ასოციაციის მხრიდან,სავარაუდო გადაცდომების შესახებ, განსაკუთრებით კი ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესში გაუმჭვირვალობის, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე.
მიმდინარე წლის 28 აპრილს ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ საქპატენტს, როგორც დამკვეთს, წარმოუდგინა ასოციაციის საქმიანობის შემოწმების ანგარიში, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის ანგარიში 140 გვერდისგან შედგება და ასახავს ასოციაციის საქმიანობის მრავალ ნაკლოვანებას, ამ განცხადებაში არსებული დარღვევებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე გავამახვილებთ ყურადღებას.
როგორც ირკვევა, ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, ასოციაცია დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს. სათანადო ინფორმაციის ასოციაციაში არ არსებობის გამო კი აუდიტმა ვერ დაადგინა თუ რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა/გააჩნია ასოციაციას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი. ასოციაციის წესდების მიხედვით დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც იგი ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20 % მიიღოს. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20 % არამედ 47 % გაიხარჯა. უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს. საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“ ხარჯია, რომელიც ასოციაციამ პანდემიის პერიოდში ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა.
ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა 2021 წელს სარგებლის სახით 233 062 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).
დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ ასოციაციამ 2021 წელს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა.
აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ გასული 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, კერძოდ, ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.
გასულ წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლებიდან 2022 წელსაც მნიშვნელოვანი თანხები ქონებრივი უფლებების მფლობელ ავტორთა ნაცვლად, ადმინისტრაციასა და მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს მოხმარდა.
მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულმა იგივე პირმა კი 2022 წელს სარგებლის სახით 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი, რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას – 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას – 5 959 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს).
ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.
ზემოთ აღწერილ ხარვეზებთან ერთად, ვფიქრობთ, აღნიშვნის ღირსია აუდიტის ანგარიშში მითითებული კიდევ ერთი ნაკლოვანება, კერძოდ დგინდება, რომ ასოციაცია სადეპოზიტო ანაბარზე დარიცხულ თანხას (2021 წ – 2 804 ლარი, 2022 წ – 9 599 ლარი) არამიზნობრივად იყენებდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ავტორებზე განაწილების ნაცვლად.
დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 7 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქპატენტს და აცნობა, რომ 2023 წლის 23 აპრილს ტარდებოდა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც განიხილებოდა 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება, ასოციაციის წესდებასა და ავტორთა საბჭოს დებულებების ახალი რედაქციების მიღება, ავტორთა საბჭოს, გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ასოციაციის საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.
საქპატენტმა წერილობით მიმართა ასოციაციას საერთო კრების გადადებასთან დაკავშირებით (ვინაიდან მიმდინარეობდა ზემოხსენებული აუდიტორული შემოწმება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ შემოწმების დასრულების შემდგომ აუდიტის ანგარიშში აისახებოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ რიგი მიგნებები და გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები), რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის შედეგების სრულყოფილი გაცნობა და ასოციაციის სტრატეგიული გეგმებისა და მომავალი საქმიანობის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა.
მიუხედავად საქპატენტის დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ არ გადადო საერთო კრება, უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ აირჩიეს მოქმედი გამგეობის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთო კრების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ ჩატარებისა და პროცედურული დარღვევების გამო, ასოციაციის საერთო კრების შედეგები საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი საჯაროა და გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე, დარღვევებს შორის კი ისეთი მნიშვნელოვანი გადაცდომებია მითითებული, როგორიცაა:
- წევრთა საერთო კრების ოქმი არ შეიცავს მოქმედი კანონმდებლობით კრების ოქმისთვის განსაზღვრულ მონაცემებს; მითითებას საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე;
- წევრთა საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს, ამასთან, დღის წესრიგის 2 საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება, თუმცა კრების ოქმით არ დგინდება კრების მიერ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი;
- წესდებით არ დგინდება საზოგადოების წევრის მიღებაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო; ასევე წესდებით სრულყოფილად არ დგინდება გამგეობის სხდომის მოწვევის წესი და პროცედურა;
- სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია წესდების ახალი რედაქცია და შესაძლოა განხორციელდეს სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილად შედგენილი სადამფუძნებლო შეთანხმება ან წესდება.
აუდიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორება. ამ მიზნით უცხოელი პარტნიორების (CLDP, USAID) ჩართულობითა და, ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. Results of the Audit of the Activities of the Georgian Copyright Association are Known
Along with other functions defined by the legislation, the National Intellectual Property Center of Georgia – Sakpatenti is responsible for the implementation of the state policy in the field of copyright and related rights. Sakpatenti is authorized by law to study any information related to the management of authors’ property rights.
One of the organizations that manages authors’ rights on a collective basis in Georgia is the Copyright Association of Georgia (hereinafter – the Association), to which Mr. Giga Kobaladze has been serving as the Chair of the Board since 2011. The main task of the Association is to collect and fairly distribute among the authors the royalties received from the management of their rights.
In order to adequately fulfill the powers vested by law, on February 3, 2023, Sakpatenti announced an electronic tender, to purchase audit services with the aim to examine the effectiveness of the Association’s management of authors’ property rights between 2021-2022. It should be underlined that Sakpatenti officially notified the Association about the audit on December 19, 2022, and after a meeting in Sakpatenti and several other communications, including written notice, on January 12, 2023, the Association expressed its consent in writing to cooperate with the audit company and to provide documents related to the management of authors’ property rights.
The decision to perform an audit was preceded by a number of issues, including publicly disseminated information about possible violations in the field of authors’ property rights in Georgia. Particularly noteworthy were the results of the quantitative and qualitative research conducted on the issue in cooperation with the USAID Economic Security Program, which pointed at the alleged misconduct by organizations managing authors’ property rights, including the Association, especially in regard to the lack of transparency in the process of collecting and distributing royalties, and other significant violations.
On April 28 of this year, the audit company selected through the electronic tender, presented to Sakpatenti the audit report of the Association’s activities, which revealed a number of shortcomings in the Association’s activities. Considering that the audit report consists of 140 pages and reflects numerous shortcomings in the work of the Association, this statement will highlight only a few examples of such violations.
It was revealed that the Association has violated the method of recording income and expenses, in particular, contrary to the requirements set by the law, instead of the accrual method, the Association uses the so-called cash method. Due to the absence of appropriate information at the Association, the audit was not able to determine the amount of the monetary obligation which the Association had or still has towards the state budget.
Based on the analysis of the Association’s activity documents, the audit report indicates that in 2021 the sum of royalties collected by the Association through the disposal of authors’ property rights amounted to 3,822,063 GEL. According to the rule approved by the statute of the Association, no more than 20% of the collected fees can be used for administrative expenses. That is, the Association has the right to receive no more than 20% of the collected money for the work it does for the collection and distribution of authors’ royalties. Nevertheless, the audit found not 20% but 47% spent on administrative expenses, more precisely, 1,791,597 GEL spent on the management of the Association. It should be noted that according to the Directive 2014/26/EU of the European Parliament and of the Council of February 26, 2014, management fees should be reasonable and should not exceed the documented costs of managing copyright and related rights. It is interesting that together with these findings the audit report includes the statement of the Association according to which the large volume of administrative expenses was due to the reduction of income and existing fixed expenses during the pandemic. Most noteworthy are the “fixed” expenses that the Association spent from the authors’ royalties during the pandemic.
As it turns out, the bulk of the administrative cost is disproportionally high employee benefits. For example, a person employed in one of the management positions in the Association received 233,062 GEL as benefits in 2021 (including salary 150,000 GEL; bonus 6,250 GEL; bonus 25,000 GEL and benefits 51,812 GEL, which in turn includes the cost of studying abroad – 28,086 GEL, the amount of business trips expenses above the norm – 19,417 GEL, the cost of insurance – 2,921 GEL, the cost of a gift voucher – 188 GEL and the cost of vehicle use – 1,200 GEL).
Additionally, it is worth noting that in 2021, the Association purchased a car worth 42, 316 GEL, using the royalties received from management of the authors’ property rights.
The audit report revealed a situation similar to 2021 in 2022 too, namely, out of 5,412,250 GEL collected as a result of the management of authors’ rights, instead of 20%, the Association spent 40% – 2,158,279 GEL on administrative expenses.
Similarly, in 2022, from the income that increased as compared to the previous year, significant amounts were used for the administration and persons employed in high positions, instead of the authors who own property rights.
The same person employed in a managerial position received 336,569 GEL as benefits in 2022 (including salary 143,750 GEL; bonus 27,500 GEL; bonus 37,500 GEL and benefits 127,819 GEL, which includes the cost of education – 77,957 GEL, the amount of business trips expenses above the norm – 42,516 GEL, the cost of insurance – 5,959 GEL, the cost of a gift voucher – 188 GEL and the cost of using a car – 1,200 GEL).
At the same time, while in 2021 the Association purchased a car, in 2022 it bought a real estate in the city of Batumi, valued at 146, 669 GEL.
Along with the shortcomings described above, we think it is noteworthy to highlight another misconduct indicated in the audit report, specifically instead of distributing the amount deposited to the account (2021 – 2,804 GEL, 2022 – 9,599 GEL), the Association used it for administrative expenses.
In addition, we would like to note that on April 7, 2023, the Georgian Copyright Association sent a letter to Sakpatenti to inform that the Association was holding a general association meeting on April 23, 2023, to discuss the summary of the 2022 activities, approve the report, adopt new editions to the Association’s statute and the provisions of the authors’ council as well as elect the Board and the Chairman of the Council of Authors, and inform the members of the future strategic plans of the Association’s activities.
In response, Sakpatenti requested from the Association to postpone the general meeting (as the above-mentioned audit was ongoing and there was a possibility that after its completion the audit report would reflect a number of findings about the Association’s activities and give appropriate recommendations), in order to facilitate a full review of the audit results and to base its strategic plans and future activities on those findings.
Despite Sakpatenti’s justified request, the Georgian Copyright Association did not postpone the general meeting and re-elected the current chairman of the board. Nevertheless, due to the non-compliance with the requirements of the legislation and procedural violations of the general meeting, the results of the meeting of the association were not registered by the Public Registry. The decision of the Public Registry is public and available on its official website, and among others, the most significant violations include:
- The minutes of the members’ general meeting does not contain the information legally required for the minutes of the meeting; reference to the compliance to the procedure for convening the general meeting and the decision-making capacity of this meeting;
- The decision made by the minutes of the general meeting of members does not correspond to the issues determined by the agenda, moreover, although the second item on the agenda was the approval of the new version of the statute, the minutes do not correspond the decision on the approval of the new version of the statute;
- The statute does not establish the person/organization authorized to accept the civic member; also, the statute does not clearly determine the rules and procedure of convening the board meeting.
- A new edition of the charter is submitted for registration and it is possible to register the bringing in compliance with the law of the registered data of the entity, which requires the submission of the fully drafted founding agreement or statute.
The audit report reiterates the necessity for timely and effective measures to protect the authors’ property rights. At this stage, it is especially important to fill the gaps in the current legislation regarding the collective management of copyright and related rights. For this purpose, in partnership with CLDP, USAID, foreign experts, and the Culture Committee of the Parliament of Georgia a package of legislative amendments has been prepared and is planned to be considered by the Parliament in the near future.