ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ის გავხადოთ 4 სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ქალაქი, ამისთვის გვჭირდება ძალიან ბევრი ღონისძიება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ის გავხადოთ 4 სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ქალაქი, ამისთვის გვჭირდება ძალიან ბევრი ღონისძიება. დღეს დაიწყო ფარიკაობის საერთაშორისო ჩემპიონატი, ასევე არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიების გამართვა იგეგმება. ჩვენთვის მომავალ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის შედეგად დავიგეგმებით კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაზე. ეს პოპულარიზაციაზეც აისახება, იზრდება ტურისტული სექტორის დატვირთულობაც და, საბოლოო ჯამში, ეს არის დამატებითი შემოსავლები ბიზნესისთვის და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის. ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, რომელსაც საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, – აცხადებს რიჟვაძე.