fbpx

შიდსით რომ ხარ დაავადებული და განგებ ცდილობ, გადასდო ბევრ ადამიანს, ამას მაგონებს კეზერაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია დავით კეზერაშვილის შესახებ ამბობს, რომ ის პარტიას მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს.

“როდესაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თითქოს შთაბეჭდილება მრჩება, ბოდიში უხეში მეტაფორისთვის, შიდსით რომ ხარ დაავადებული ადამიანი და არავის არ უმხელ და რომ გაბრაზდები, ყოფილა ასეთი პრეცედენტები, წაგვიკითხავს, რომ გაბრაზებული ხარ საკუთარ თავზე და განგებ ცდილობ გადასდო ბევრ ადამიანს ინფექცია. ამას მაგონებს დათო კეზერაშვილი დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დისტანცირდეს ადამიანი”, – განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება