დღეს, დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, გამართულ შეჯიბრში, ერთმანეთს ოთხი გუნდი დაუპირისპირდა. დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ, გუნდებს შორის შედეგები ასეთი იყო:
გორგული -დერცელი 2:0
ბოლაჯური -სამყური 6:0
შეგახსენებთ, რომ გუნდი რომელიც დაძლევს შესარჩევ ეტაპს ასპარეზობას გააგრძელებს რეგიონულ ლიგაში.
ტურნირი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.