fbpx

საოცარი გამოფენა„გაზაფხულის მოლოდინში“ ადიგენში

„გაზაფხულის მოლოდინში“- ამ სახელწოდებით, გვანცა-მარიამ გავაშელის პერსონალური გამოფენა, დღეს ადიგენის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებას ადიგენის მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის წარმომადგენელი ირმა მერაბიშვილი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე, ახალგაზრდა მხატვრის 100-ამდე ნახატი იყო წარმოდგენილი. 13 წლის ნიჭიერი ხელოვანი, 2 წლის ასაკიდან ხატავს. მისი თქმით, ხატვა დედის სიყვარულმა დააწყებინა, როცა ხატავდა დედას ჩუქნიდა. ხელოვანმა თავისი შემოქმედება, პორტრეტების ხატვით დაიწყო. მისი პირველი გამოფენა ადიგენის საჯარო სკოლაში 7 წლის ასაკში მოეწყო. გვანცა-მარიამ გავაშელს სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმები აქვს.

ღონისძიებას ორგანიზება ადიგენის მთავარმა ბიბლიოთეკამ გაუწია. ადიგენის მუნიციპალიტეტში მსგავსი ხასიათის ღონისძიებები სამომავლოდაც გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება