fbpx

გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლული საბა გახოკიაა

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.

ცნობილია მოკლულის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის საბა გახოკიაა.

ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა, ცნობილი მსახიობის, ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილიშვილი გაჩო მარგველაშვილიც.

ამ წუთებში, გოგებაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

თავდამსხმელმა სამიზნეს ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გაუხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება