fbpx

3 ივლისს, 13.00 საათზე მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.

3 ივლისს, 13.00 საათზე მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე,  “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.

“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” თანადამფუძნებლის მეგი საჯაიას განცხადებით, პროექტი „ექიმები გვიზიარებენ სიცოცხლეს“ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც მ.იაშვილის კლინიკის, ასევე სხვა სამედიცინო დაწესებულების მედ-პერსონალი.

აქციის მიზანია,  ექიმებმა ასევე, სისხლის უანგაროდ გაღებით იზრუნონ იმ პაციენტთა ჯანმრთელობაზე, რომელთაც ესაჭიროებათ სისხლის ამა თუ იმ კომპონენტის გადასხმა. ამავდროულად, პაციენტებმა სწორად აღიქვან მედიკოსების მხრიდან გაწეული შრომა და ის დიდი ენერგია, რომელსაც მედპერსონალი თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელებასა და სიცოცხლის შენარჩუნებას ახმარენ.

ამავდროულად “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” წევრი ექიმების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს მხარდაჭერა იქ, სადაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება.

საჯაიას განცხადებით, პანდემიის გამო, სისხლის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის  გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისაკენ მოუწოდა. პროექტის “ექიმები გვიზიარებენ სიცოცხლეს ავტორები არიან პაციენტთა და ექიმთა უფლებადამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული აქციის მიზანია პაციენტთა დახმარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ექიმებსა და პაციენტებს შორის ბოლო პერიოდში გაჩენილი ერთგვარი „უფსკრულის ამოვსება“

გაუზიარე!

Shares