fbpx

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აივ სტატისტიკა

მიმდინარე წლის  2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით,  შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 321 ახალი შემთხვევა.

სულ 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6252   მამაკაცია  2124  ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.

30  ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  37.0 % (3098) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.7 %  (4080) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  12.0 %  (1001) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (41) – სისხლის რეციპიენტია;  0.6 %   (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1153; შემდეგ იმერეთში 1004; აჭარაში 958; აფხაზეთში (526); კახეთში (411) ქვემო ქართლში (478); შიდა ქართლში (306); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან.

 განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4, დაუდგენელი – 2.

გაუზიარე!

Shares