პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს” წევრები. ამ ეტაპისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ: საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია “დამოუკიდებელ დეპუტატებს”, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსსა” და უფრაქციო დეპუტატთა ნაწილს.