fbpx

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ ემზარ კვიციანი,ალექსანდრე ერქვანია, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე, კახა ოქრიაშვილი

დეპუტატები – ალექსანდრე ერქვანია, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ. შესაბამისი განცხადებები დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავად გააკეთეს.

პროექტს მხარს არ უჭერს ასევე, მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომლის პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო.

პლენარულ სხდომას, რომელზეც კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება, 120 დეპუტატი ესწრება. რეგისტრაცია პარლამენტის სწორედ ამდენმა წევრმა გაიარა.

განხილვის შემდეგ, პირველი მოსმენით პროექტს კენჭი დღესვე ეყრება. კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ “ევროპული საქართველოს” წევრებიც, რასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც გუშინ გახდა ცნობილი.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

გაუზიარე!

Shares