ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილების შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა.
ე.წ. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 28 მარტს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება და 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება
