fbpx

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ემტერება ყველა წარმატებულ ადამიანს, რომელიც მათთან დაკავშირებული არ არის

„ნაციონალური მოძრაობის ბუნება“ არის ასეთი: ის ყოფს ყველაფერს თავისიანებად და არათავისიანებად, რომლებიც ავტომატურად მტრები არიან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანი, რომელიც არ არის პირდაპირ მათთან დაკავშირებული, ასეთ ადამიანს ემტერებიან, ვინაიდან ეს არის მთავარი, რასაც ცდილობენ, რომ წარმატება მხოლოდ მათთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს.

„აქედან გამომდინარე ისინი ცდილობენ იმ ადამიანების დაკნინებას, რომლებიც არიან წარმატებულები და მათთან არ არიან დაკავშირებულები. ეს არის იმ აღქმის, წარმოსახვის შექმნა, თითქოს მათი წარმატება არის ერთადერთი და მაშინ, როდესაც წარუმატებლობასაც წარმატებად ყიდდნენ, აი, ეს არის მე მგონი საერთო ჯამში ის კომპლექსი, რომელმაც აქამდე მიიყვანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში Imedi Live.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება