fbpx

სამტრედიაში პროექტის ფარგლებში “ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში” სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
EU4ITD პროექტის ერთი-ერთი მიმართულება მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს პროექტების მომზადებასა და მართვაში.

EU4ITD პროექტის მხარდაჭერა მოიცავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ტრენინგს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში, ექსპერტის მხარდაჭერას და კონსულტაციას საპროექტო განაცხადების შემუშავებისას და მართვისას, და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების დაფინანსებას კონკურსის საფუძველზე შერჩეული მუნიციპალიტეტებისთვის.
კონკურსის შედეგად, სამტრედიისა და ვანის ინტერმუნიციპალური პროექტი 80,000 ლარით დაფინანსდება.

დავით ბახტაძე- ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით, რაც გულისხმობს სოფ. ახალსოფელში მდებარე საბორნე გადასასვლელის განახლებას, რეაბილიტაციას და უმოკლესი გზის მოწყობას, ბორნით დაკავშირებას სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების. დღევანდელი შეხვედრაზე პროექტის მენეჯერთან ნინო კაკუბავასთან, შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტთან ანა ქებაძესთან და ვანის თვითმმართველობის წარმომადგნელებთან ერთად კონკრეტული დეტალები განვიხილეთ.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება