გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს და რუსეთისგან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გაყვანას მოითხოვს.

შესაბამის რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიღებული რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ტერიტორიიდან.

რეზოლუციის კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ გაეროს გენერალური ასამბლეის პალატისგან აპლოდისმენტები მიიღო.

„გენერალური ასამბლეის მესიჯი ხმამაღალი და მკაფიოა: ახლავე დაასრულეთ საომარი მოქმედებები უკრაინაში. გააჩუმეთ იარაღი. გაუღეთ კარი დიალოგსა და დიპლომატიას. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, გაეროს წესდების შესაბამისად“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება