ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს-,ნაციონალური მოძრაობა მუყაითად ცდილობს მოირგოს ბიუჯეტის დამცველის მანტია. სინადვილეში კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოუდგენელი თანხები გაედინებოდა ბიუჯეტიდან გაურკვეველი მიმართულებით.
მაგალითისთვის,
აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ 3 წელიწადში იმაზე მეტი დახარჯა მივლინებებში, საჩუქრებში, რესტორნებში, ვიდრე ქართულმა ოცნებამ 10 წელიწადში.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ლევან ვარშალომიძემ სტატისტიკურად 3 წლის განმავლობაში 4 მილიონამდე ლარი დახარჯა სარესტორნე, მივლინების, საჩუქრების, სტუმართა განთავსებისა წარმომადგენლობითი ხარჯების მიმართულებით. მაშინ როცა, იგივე საჭიროებებისთვის აჭარის მთავრობას ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს 10 წლის განმავლობაში 3 მილიონიც არ დაუხარჯავს.